კასპის მუნიციპალიტეტში მრავალსართულიანი საცხოვრებელი სახლების სახურავების რეაბილიტაცია იწყება. როგორც შიდა ქართლის გუბერნატორის ადმინისტრაცია იუწყება, პროექტს, რომელიც მოსახლეობის საყოფაცხოვრებო პირობების გაუმჯობესებას ემსახურება, მეოთხე წელია ახორციელებს მუნიციპალიტეტის გამგეობა.
მიმდინარე წელს 8 მრავალსართულიანი საცხოვრებელი ბინის სახურავები გადაიხურება პროფელინით. პროექტისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 222 000 ლარია გამოყოფილი. სამუშაო უახლოეს დღეებშ დაიწყება და ივლისის ბოლოს დასრულდება. პროექტის შედეგად 150-მდე ოჯახს გაუუმჯობესდება საცხოვრებელი პირობები, რაც წლების განმავლობაში აწუხებდათ.
"პროექტის ფარგლებში 2008 წლიდან დღემდე, ქალაქში არსებული მრავალსართულიანი საცხოვრებელი სახლების სახურავების 80% შეკეთდა კაპიტალურად. დარჩენილი 20%-ს კი მიმდინარე წელს ვუგვარებთ ამ პრობლემას, რითაც მოსახლეობისთვის უმძიმესი პრობლემა -დაზიანებული სახურავები, კასპში აღარ იქნება" ,- აღნიშნა კასპის მუნიციპალიტეტის გამგებელმა კახაბერ ხაჩირაშვილმა.
მუნიციპალიტეტის გამგეობის გამოცხადებულ ელექტრონულ ტენდერში შპს „ლებემ" გაიმარჯვა.სამუშაოზე ადგილობრივი მოსახლეობა დასაქმდება.