საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ეუთოს მისიის აღდგენაზე კონკრეტული პასუხები ჯერ არ არსებობს. ამის შესახებ ჟურნალისტებს საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთმა ლიდერმა აკაკი მინაშვილმა ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტთან პეტროს ეფთიმიუსთან შეხვედრის დასრულების შემდეგ განუცხადა.
"საუბრის მთავარი თემა საქართველოს უსაფრთხოების საკითხები და ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსეთის ფედერაცია ქმედების იყო. ასევე ის, თუ როგორ დავარწმუნოთ რუსეთის ფედერაცია - აღდგეს ეუთოს მისია ოკუპირებულ რეგიონებში, თუმცა ამაზე ჯერ კონკრეტული პასუხი არ არსების", - განაცხადა მინაშვილმა და დასძინა, რომ ეუთო მხრიდან აღნიშნულ საკითხებზე საქართველოს აქტიურ მხარდაჭერას უცხადებს.
მინაშვილის თქმით, ეუთოს მისიის ოკუპირებულ ტერიტორიებზე აღდგენა საქართველოსთვის უსაფრთხოების დამატებითი გარანტია იქნება.
უმრავლესობის წევრები ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტს საქართველოში გატარებულ და მიმდინარე რეფორმების შესახებ ესაუბრნენ.
ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი, პეტროს ეფთიმიუ დღესვე პარლამენტის თავმჯდომარეს შეხვდება, რის შემდეგაც დავით ბაქრაძე და პეტროს ეფთიმიუ ერთობლივ ბრიფინგს გამართავენ.