საბერძნეთში 24-საათიანი მასობრივი გაფიცვაა, მოსახლეობა ხელისუფლების ხისტ ეკონომიკურ პოლიტიკას აპროტესტებს.
ქალაქის მთავარ მოედანზე ათი ათასამდე ადამიანი შეიკრიბა, დემონსტრანტებმა ჩაკეტეს პარლამეტის შესასვლელი, სადაც დღეს პარლამენტარებს ხისტი ეკონომიკური პროგრამის გეგმა უნდა განეხილათ.
ხელისუფლების მიერ წარმოდგენილი ეკონომიკური პროგრამის მოცულობა, რომელიც საბერძნეთის მინისტრთა კაბინეტმა დაამტკიცა, 28.4 მილიარდი ევროა. სავარაუდოდ, ეს პროგრამა ბიუჯეტის დეფიციტს 2015 წლისთვის 1%-ით შეამცირებს.
საერთაშორისო სარეიტონგო სააგენტომ Standard & Poor's საბერძნეთის სუვენერული საკრედიტო რეიტინგი სამი საფეხურით დააქვეითა და მომავალში მის კიდევ უფრო დაქვეითებას ვარაუდობს.