ქვესადგურში `ავშნიანი" სარემონტო-პროფილაქტიკური სამუშაოების ჩატარების გამო 15 ივნისს 10 საათიდან 18 საათამდე გლდანის რაიონის ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდება. შეზღუდვა შეეხება გლდანის I, II, III, V და VI მიკრორაიონების, შეშელიძის, ქერჩის, სარაჯიშვილის, ვეკუას და ხიზანიშვილის ქუჩების მაცხოვრებლებს. სარემონტო სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება დაუყოვნებლივ აღუდგებათ.