რუსეთთან გადატვირთვის პოლიტიკა აშშ-ის მოკავშირეების ინტერესების ხარჯზე არ ხდება. ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების ეროვნული უშიშროების საბჭოს ყოფილმა მრჩეველმა ბრენდ სქოუკროფტიმ ვაშინგტონის ეროვნულ პრესკლუბში საუბრისას განაცხადა.
"ვფიქრობ შეერთებულ შტატებსა და რუსეთს შორის გადატვირთვის პოლიტიკა ჩვენს ურთიერთობაში ახალი ეტაპის კარგი დასაწყისია. ცივი ომის შემდეგ საკმაოდ რთული პერიოდი გამოვიარეთ და ვფიქრობ, რუსეთი აშშ-გან თავს დამცირებულადაც კი გრძნობდა. ახლა ჩვენს შორის ნაყოფიერი დიალოგი მიმდინარეობს და დარწმუნებული ვარ, ეს პროცესი წაადგება იმ ქვეყნებსაც, რომლებთანაც მჭიდრო კავშირი გვაქვს", - განაცხადა ბრენდ სქოუკროფტიმ.
მისივე თქმით, შეერთებულ შტატებს რუსეთთან ურთიერთობის სანაცვლოდ "არავინ მიუტოვებია".