ხვალ, 19 ოქტომბერს, საქართველოს პროკურატურაში სტაჟირების მსურველთა გასაუბრების პროცესი სრულდება.
პროკურატურაში სტაჟიორობის მსურველთა საბუთების მიღება 2009 წლის 1 სექტემბერს დაიწყო. 941-მა კონკურსანტმა პირველი ეტაპი _ ტესტირება სპეციალობაში 2009 წლის 27 სექტემბერს ჩააბარა. მეორე ეტაპზე _ ტესტირება ზოგად უნარ-ჩვევებში, 4 ოქტომბერს 239 კონკურსანტი გავიდა, რომელთაგან მესამე ეტაპზე _ გასაუბრებაში მონაწილეობის უფლება მხოლოდ 76 კანდიდატმა მიიღო.
გასაუბრების შემდეგ გამარჯვებული კანდიდატები გაივლიან ტრენინგს და დაინიშნებიან სტაჟიორებად საქართველოს პროკურატურის ორგანოებში.
სტაჟირება გაგრძელდება 6 თვიდან 1 წლამდე და იგი ანაზღაურებადი იქნება. სტაჟირების წარმატებით გავლის შემთხვევაში, საუკეთესოები დაინიშნებიან პროკურატურის ორგანოებში ვაკანტურ თანამდებობებზე.
კონკურსის მიზანია საქართველოს პროკურატურის ახალი კვალიფიციური კადრებით შევსება.