ხელისუფლება გაიზიარებდა ოპოზიციის მოთხოვნებს მინისტრების პასუხისმგებლობასთან დაკავშირებით, რეალური საფუძველი რომ არსებობდეს, ამის შესახებ დღეს, პარლამენტში პლენარულ სხდომაზე საპარლამენტო ურმავლესობის ერთ-ერთმა ლიდერი გოკა გაბაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, სახალხო დამცველი ინსტიტუტი ხელისუფლებას პრობლემებს შეახსენებს და მათ არ აქვს ილუზია იმისა, რომ ქვეყანაში ყველაფერი კარგად არის.
"სახალხო დამცველის ანგარიში კი იმიტომ არის, ხელისუფლებამ ვითარება გააანალიზოს. ანგარიშზე რეაგირება დემაგოგიით კი არ უნდა მოხდეს და ვიშვიშით, არამედ სისტემური რეაგირებით", - აღნიშნა გაბაშვილმა.
ამასთან, გაბაშვილმა ბუნებრივი უწოდა ოპოზიციის სურვილებს, რომ მინისტრები გადააყენონ და ყველა საკითხის პოლიტიზრება მოახდინონ.
"ყველაფერი იდეალური არ არის. მაგრამ ვითარება რომ გამოვასწოროთ, პრობლემები ადეკვატურად უნდა დავინახოთ და სპექტაკლები არ უნდა დავდგათ. შემდგომ კი, ვინ მართლა აკეთებს საქმეს და ვინ მხოლოდ ლამაზად საუბრობს, დემოკრატიული და სამართლიანი წესით მოსახლეობა განსჯის, როცა არჩენები მოვა. აქ კი არ ვარ დარწმუნებული, რომ თქვენი დემაგოგია მოსახლეობაში გამოძახილს ჰპოვებს" - დასძინა გაბაშვილმა.