საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის პეტრე ცისკარიშვილის მტკიცებით, ნულოვანი ტოლერანტობა დემოკრატიული სახელმწიფოს დამახასიათებელია. ამის შესახებ ცისკარიშვილმა დღეს, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სახალხო დამცველის 2010 წლის ანგარიშზე გამართული დებატების დროს განაცხადა.
"რამდენიმე დღის წინ ბრიტანეთის პარლამენტში პრემიერი კამერონი პასუხობდა კითხვებს და როცა ქუჩაში გაზრდილ დანაშაულზე დაუსვეს კითხვა, მან პრობლემის გადაჭრის გზად ნულოვანი ტოლერანტობა დაასახელა", - აღნიშნა ცისკარიშვილმა.
ამასთან, ცისკარიშვილის თქმით, დანაშაულთან ბრძოლაში წარმატებას გზად და რეზულტატის მისაღებად, ბრიტანეთშიც კი ნულოვან ტოლერანტობას მიიჩნევენ.
"დანაშაულის წინააღმდეგ გზა მთელ დემოკრატიულ სამყაროში ნულოვანი ტოლერანტობაა, ხოლო დიქტატორულ რეჟიმებში ხდება თვალის დახუჭვა. ეს რატომ გიკვირთ?", - მიმართა ოპოზიციას ცისკარიშვილმა.