"ქრისტიან-დემოკრატების" მიერ სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის ხათუნა კალმახელიძის პასუხისმგებლობის დაყენების საკითხი ჩავარდა.
რეგლამენტის 212-ე მუხლის თანახმად, პარლამენტი თავდაპირველად მინისტრის გადადგომის საკითხის დაყენების მიზანშეწონილობას უყრის კენჭს.
შესაბამისად კალმახელიძის გადადგომის მიზანშეწონილობის საკითხი 22 ხმით 7 -ს წინააღმდეგ ჩავარდა.
აღსანიშნავია, რომ საკითხის ჩავარდნის შემდეგ რეგლამენტის თანახმად, "ქრისტიან-დემოკრატები" კალმახელიძის გადაყენების საკითხს პარლამენტში სამი თვის განმავლობაში ვეღარ დააყენებენ
შეგახსენებთ, რომ ოპოზიციამ ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის, კობა სუბელიანისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის ბაკურ კევზერელის თანამდებობიდან გადაყენების საკითხი მიმდინარე წელს სამთავრობო დებატების დროს დააყენა. საკითხის კენჭისყრაზე გატანა მაშინაც ჩავარდა.