საპარლამენტო უმრავლესობა სახალხო დამცველს ურჩევს პენიტენციალურ სისტემაზე საუბრისას, მისი თავისებურებები გაითვალისწინოს. ამის შესახებ დღეს, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა დავით დარჩიაშვილი სახალხო დამცველის 2010 წლის ანგარიშის შეფასებისას განაცხადა.
"რა თქმა უნდა, ყოველი ცალკეული შემთხვევებზე სასჯელაღსრულების სისტემაში იქნება ეს ძალის გადამეტება თუ უფლებამოსილების, უნდა აღიკვეთოს, მაგრამ უნდა გავითვალისწინოთ ისიც, რომ ეს სისტემა არის განსაკუთრებული ტიპის, სადაც ყველაზე რთულია ადამიანის უფლებების დაცვა, რადგან სულ რამდენიმე წლის წინ კარგად ვიცით იქ ვინ ძალადობდა. ამიტომ ესეც არ უნდა გამოგვრჩეს", - მიმართა ტუღუშს დარჩიაშვილმა.
ამასთან, დეპუტატმა ომბუდსმენს ურჩია, რომ მოხსენებაში მაქსიმალურად ეცადოს სამართლებრივი ენით შეაფასოს მოვლენები და არა გამოიყნოს ისეთი ფრაზები, როგორიც არის "უმწვავესი მდგომარეობა".