სახალხო დამცველის, გიორგი ტუღუშის ინფორმაციით, 26 მაისს დაკავებულმა სოსო ჯაჭვლიანმა შიმშილობა განაახლა და მედიკამენტების მიღებაზე უარს აცხადებს. ამის შესახებ ტუღუშმა საპარლამენტო უმცირესობის ლიდერის გიორგი თარგამაძის კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
მისი თქმით, ჯაჭვლიანთან სახალხო დამცველის წარმომადგენლების ვიზიტისას მოხდა სწორედ სასწრაფო დახმარების ბრიგადის გამოძახება და მისი საავადმყოფოში გადაყვანა.
"შემდგომ ექიმის ნებართვით და რეკომენდაციით, რომ ჯაჭლიანს საკვების მიღება უნდა განეახლებინა, საპატიმროში დააბრუნეს. თუმცა იგი აგრძელებს შიმშილობას და უარს აცხადებს მედიკამენტების მიღებაზე", - აცხადებს ტუღუში.
ახალხო დამცველის თქმით, მას საფუძველი არ აქვს, ექიმის მიერ მიღებული გადაწყვეტილება ეჭვქვეშ დააყენოს და იმედს გამოთქვამს, რომ თუ დაკავებულის მდგომარეობა გაუარესდება, მას სათანადო სამედიცინო დახმარებას გაუწევენ.