"კონკრეტული პოლიტიკური თანამდებობის პირის პასუხისმგებლობის საკითხი უშუალოდ პარლამენტის გადასაწყვეტია. თუმცა, მინდა აღვნიშნო, რომ ჩემს ბოლო ანგარიშში არაერთი კონკრეტული პირია მოყვანილი, რომლებიც შემჩნეული იყვნენ უფლებადაღვევებში", - განაცხადა სახალხო დამცველმა გიორგი ტუღუშმა ოპოზიციის კითხვაზე, უნდა დადგეს თუ არა კონკრეტული პირების პასუხისმგებლობის საკითხი.
მისი თქმით, სახალხო დამცველის ანგარიშში დასახელებულია რამდენიმე კონკრეტული გვარი და სახელი, რაც, ადეკვატური გამოძიების ჩატარების შემთხვევაში, საშუალებას მისცემს შესაბამის ორგანოებს, დააყენონ ამ პირების პასუხისმგებლობის საკითხი.
"ველი, რომ თითოეულ იმ ფაქტს, რომელიც სახალხო დამცველის ანგარიშშია მოყვანილი, ჯეროვანი რეაგირება მოჰყვება", - აღნიშნა მან.