ქვეყანაში კიდევ ერთი ამნისტია განხორციელდება. ამნისტია 339-ე, 362-ე მუხლებით და 363-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ ქმედებას შეეხება, რომელიც 2003-2004 სასწავლო წლის ყალბი სრული, ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის - ატესტატის დამზადებასთან, შეძენასთან, გასაღების მიზნით შენახვასთან, გამოყენებასთან, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრებასთან, გადამალვასთან ან დოკუმენტში ყალბი ცნობის ან ჩანაწერის შეტანასთანაა დაკავშირებული.
"ამნისტიის შესახებ" კანონპროექტი მთავრობის მიერ არის მომზადებული და მისი ინიცირება პარლამენტის დღევანდელ ბიუროს სხდომაზე მოხდა.