სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის მინიმალურ ასაკად 12-ის ნაცვლად ისევ 14 წელი განისაზღვრება. მთავრობის შესაბამისი საკანონმდებლო პაკეტი პარლამენტში ბიუროს დღევანდელ სხდომაზე შევიდა.
კანონპრეოქტის მიხედვით, "სისხლის სამართლის კოდექსით" გათვალისიწნებული მართლსაწინააღმდეგო ქმედება ბრალად იმას შეერაცხება, ვისაც ამ ქმედების ჩადენამდე თოთხმეტი წელი არ შესრულებია, ხოლო სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრებისას ან მისგან გათავიუფლებისას არასრულწლოვანად ითვლება ის, ვისაც დანაშაულის ჩადენამდე შეუსრულდა თოთხმეტი წელი, მაგრამ არ შესრულებია თვრამეტი წელი.
პროექტის მიხედვით, თუ არსებობს დასაბუთებული ვარაუდი, რომ პირმა ჩაიდინა ნაკლებად მძიმე ან მძიმე დანაშაული და დანაშაულის ჩადენის მომენტისდთვის მას არ მიუღწევია 18 წლის ასაკისთვის, პროკურორი უფლებამოსილია, დასაბუთებული დადგენილებით, მიიღოს გადაწყვეტილება სისხლსისამართლებრივი დევნის არდაწყების ან უკვე დაწყებული სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტის შესახებ დევნის საჯარო ინტერესის არარსებობის გამო.
ამასთან, კანონმდებლობიდან ასევე, ამოღებული იქნება ის ნორმები, რომლებიც არეგულირებენ თორმეტიდან თოთხმეტ წლამდე არასრულწლოვანთა სისხლსისამართლებრივ პასუხისმგებლობასთან დაკავშირებულ საკითხებს.