ქუთაისში ახალი ტურისტული სააგენტო „შპს GEO TOUR" გაიხსნა. სააგენტომ პირველი გასვლითი ტური საქართველოს ჯომარდობის ფედერაციის იმერეთის წარმომადგენლობასთან ერთად რეგიონული მედიის ჟურნალისტებისთვის მოაწყო.
ადგილობრივი ტელეკომპანიებისა და პრესის ათი ჟურნალისტი ორი დღის განმავლობაში შაორის ტბის სანაპიროზე ცხოვრობდა. ქუთაისელი ჟურნალისტები ერთმანეთს ჯომარდობაშიც შეეჯიბრნენ. მედიის წარმომადგენლებით დაკომპლექტებულმა ორმა გუნდმა სტარტი ამბროლაურიდან აიღო და მდინარე რიონზე ლეჩხუმის მიმართულებით დაეშვა.
30 კილომეტერიანი საწყლოსნო ტური ჟურნალისტებმა 3 საათში დაასრულეს. გამარჯვება კი ცნობილი ჯომარდელის, ინსტრუქტორ ზურაბ დათიაშვილის გუნდმა მოიპოვა.
ახლად დაფუძნებული ტურისტული სააგენტო მსურველებს ექსკურსიებისა და ტურისტული ტურების მოწყობას არა-მხოლოდ საქართველოში, არამედ თურქეთშიც სთავაზობს.