გერმანიის კანცლერმა ფრიდრიხ მერცმა განაცხადა, რომ აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მიერ იარაღის მიწოდების გადაწყვეტილების შემდეგ, უკრაინა „ძალიან მალე“ მიიღებს დამატებით მხარდაჭერას, რაც მას შორი დისტანციიდან დარტყმების განხორციელებაში დაეხმარება.
გერმანიის კანცლერმა განაცხადა, რომ უკრაინას საკუთარი თავის უკეთ დასაცავად სიღრმეში დარტყმის სისტემები სჭირდება და რომ „ძალიან მალე, უახლოეს მომავალში“ კიევი ამ მიმართულებით დამატებით მხარდაჭერას მიიღებს.
მერცის განცხადებით, ეს შესაძლებლობები უკრაინაში, შესაძლოა, რამდენიმე კვირაში განთავსდეს.
„უკრაინა გაცილებით უკეთეს მდგომარეობაში იქნება ამ სისტემების გამოსაყენებლად და ჩვენგან ამ სისტემებთან დაკავშირებით მხარდაჭერის მისაღებად მომდევნო კვირებისა და თვეების განმავლობაში“, - თქვა მერცმა.