ჩვენ ვმსჯელობთ უვიზო რეჟიმსა და სანქციებზე, იმ პირების წინააღმდეგ, ვინც პასუხისმგებელია, 27 სახელმწიფოს ან ეროვნულ დონეზე, - ამის შესახებ ევროპის საკითხებში საფრანგეთის მინისტრმა ბენჟამინ ჰადადმა "ტვ პირველთან" ინტერვიუში განაცხადა.
"მინდა გავიხსენო რატომ ვართ აქ. საქართევლო ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მქონე ქვეყანაა. ჩვენ, საფრანგეთი მხარს უჭერს ქართველი ხალხის ევროპულ მისწრაფებებს. სამწუხაროდ, რაც ბოლო თვეების და წლების განმავლობაში ვნახეთ, არის ის, რომ ქართულმა ოცნებამ გადაინაცვლა არალიბერალიზმისკენ, ოპოზიციის, სამოქალაქო საზოგადოების და არასამთავრობო ორგანიზაციების რეპრესიებისკენ. ჩვენ ვნახეთ ძალადობა და დაკავება პოლიტიკური ოპონენტების, რომლებიც იყენებდნენ თავისუფლად გამოხატვის და პროტესტის უფლებას. ჩვენ ვნახეთ არჩევნები, რომელსაც ეუთომ და ევროპარლამენტმა არასამართლაინი და, სამწუხაროდ, მიტაცებული უწოდა.
აშკარაა, რომ როცა შენ ევროკაშირის კანდიდატი ქვეყანა ხარ, გაქვს პასუხისმგებლობა პატივი სცე კანონის უზენაესობას, სიტყვის თავისუფლებას, ფუნდამენტურ უფლებებს და უმცირესობების უფლებებს. ამიტომ, ევროპულ საბჭოში, საგარეო საქმეთა მინისტრების საბჭოზე, ძალიან მკაფიოდ ვთქვით, რომ არ მივიღებთ ამ გადახვევას და მზად ვიქნებით ზომების მისაღებად, როგორც ევროპულ, ასევე ეროვნულ დონეზეც, რომ დავასანქციროთ პირები, ვიინც ამ კურსის გადახვევაშია პასუხისმგებელი. სამწუხაროდ, ეს შეანებელებს და გაყინავს ევროპულ პროცესს.
ვიცი სადაა საქართველო. მოსახლეობის უმრავლესობას ევროპული გზის გაგრძელება სურს, უნდა დემოკრატიული გზის ბოლომდე გაგრძელება, ევროკავშირისკენ და ქართული ოცნების ქმედებები ამ გზას ძალიან ართულებს და ქვეყანას ევროკავშირს აშორებს. წევრს სახელმწიფოებთან ერთად, ძალიან მკაფიოდ ვთქვით, რომ მოლაპარაკებების მაგიდაზე ყველა ვარიანტი დევს - ჩვენ ვმსჯელობთ კანდიდატის სტატუსზე, უვიზო რეჟიმსა და სანქციებზე, იმ პირების წინააღმდეგ, ვინც პასუხისმგებელია. კიდევ ერთხელ, ან 27 სახელმწიფოს ან ეროვნულ დონეზე'", - განაცხადა ევროპის საკითხებში საფრანგეთის მინისტრმა, ბენჟამინ ჰადადმა [ტვ პირველის თარგმანი].