პაკისტანის ჯარების ქვედანაყოფებმა სამხრეთ ვაზირისტანისკენ მიმავალი გზის ბლოკირება მოახერხეს. ამის შესახებ ქვეყნის თავდაცვის სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა ატარ აბასმა განაცხადა.
აღნიშნული გზის ბლოკირებით შესრულებულია ერთ-ერთი ყველაზე მთავარი ამოცანა იმ ოპერაციისა, რომელიც გულისხმობს, ქვეყნის ამ ნაწილის იზოლირებას, რათა ადგილობრივმა თალიბებმა ვერ შესძლონ დახმარების მიღება ჩრდილოეთ ვაზირისტანიდან და ავღანეთიდან.
ამავდროულად, დღის მეორე ნახევარში დაიწყო სამთავრობო ნაწილების შეტევა სამხრეთ ვაზირისტანზე, სადაც ისინი თალიბებისა და ალ-ქაიდან მძაფრ წინააღმდეგობას გადააწყდნენ.
ავღანეთის ჯარების გენერალური შტაბის ინფორმაციით, ძირითადი საბრძოლო მოქმედებები შარვანგის რაიონში მიმდინარეობს, რომელიც მესხუდები თალიბების მთავარ ადგილსამყოფელს წარმოადგენს.
მესხუდების კლანი სამხრეთ ვაზიტისტანში ყველაზე დიდი გავლენით სარგებლობს. ამჟამად, პაკისტანის სამხედრო-საჰაერო ძალები ბოევიკების პოზიციებს ბომბავენ, თუმცა სახმელეთო ჯარების წინ წაწევას ხელს უშლის მთლიანი ადგილმდებარეობა. პაკისტანის ჯარების სარდლობის ინფორმაციით, ამჟამად თალიბებს შორის დაღუპულია 20 ადამიანი, ხოლო სამთავრობო ჯარებიდან 5 სამხედრო მოსამსახურე.
ჯერ კიდევ გუშინ, სამთავრობო ჯარებმა შესძლეს მესხუდელი თალიბების 5 გამაგრებული პოზიციის ლიკვიდირება. დამყარებულია კონტროლი სოფელ იუნკაის რაგჯაიზე და შექმნილია ბლოკ-პოსტი, რომელიც დასახლება კოტაკის მიმართულებით არსებულ გზას ბლოკავს. კოტაკი ადგილობრივი თალიბების ლიდერის ხაკიმულა მესხუდის მშობლიური სოფელია.
პაკისტანის სამხედრო წყაროების განცხადებით, ქვეყნის 30 ათასიან სამხედრო დაჯგუფებას წინააღმდეგობას უწევს 15 ათასი თალიბი. მესხუდელი თალიბების გარდა მათში გაერთიანებულია ალ-ქაიდის დაჯგიუფების წარმომადგენლები და უზბეკელი ისლამური-ექსტრემისტების დაჯგუფება.