ტელეანძის "ტოკიო სკაი თრის" მშენებლობა უკვე დაიწყო და სიმაღლე, 634 მეტრი იქნება.
როგორც მშენებლები აცხადებენ, "ტოკიო სკაი თრი" 20 მეტრით მაღალი იქნება, მსოფლიოში ამჟამად არსებულ ყველაზე მაღალ, 610-მეტრიან ტელეანძაზე, რომელიც ჩინეთში, გუანჯოში მდებარეობს.
ტელეანძა, რომლის მშენებლობის დასრულება 2012 წლისთვის იგეგმება, ტელეანძებს შორის მსოფლიოში ყველაზე მაღალი ნაგებობა გახდება.