"ევროპარლამენტი რუსეთის ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში სწრაფ გაწევრიანებას უჭერს მხარს", - ნათქვამია ევროკავშირის უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს პლენარულ სხდომაზე მიღებულ რეზოლუციაში.
"რუსეთის ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში სწრაფი გაწევრიანება ევროპული ბიზნესის ინტერესებს პასუხობს", _ ნათქვამია განცხადებაში.
თავის მხრივ, ევროკომისარი სამეზობლო პოლიტიკის გაფართოებაში შტეფან ფულე აცხადებს, რომ "მოსკოვს აქვს ყველა შანსი იმისათვის, რომ უკვე 2011 წლის ბოლოსათვის რუსეთის ხელისუფლების კონსტრუქციული მიდგომით ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში გაწევრიანდეს".