უეფას აღმასრულებლმა კომიტეტმა პორტუგალიის კუნძულ მადეირაზე გამართულ გასვლით სხდომაზე ის ქალაქები დააზუსტა, სადაც ევროპის 2012 წლის საფეხბურთო ჩემპიონატის მატჩები გაიმართება.
უეფას გადაწყვეტლებით ევრო-2012-ს, რომელიც უკრაინასა და პოლონეთში გაიმართება შემდეგი ქალაქები უმასპინძლებს: კიევი, დონეცკი, ლვოვი ხარკოვი (უკრაინა) და როდსლავი, პოზნანი, გდანსკი და ვარშავა (პოლონეთი).
შესაბამისად, ევრო-2012 სულ ორი ქვეყნის 8 ქალაქში გაიმართება.
ჩემპიონატის გახსნით მატჩს ვარშავა უმასპინძლებს.
აღნიშნულ გადაწყვეტილებებთან დაკავშირებით უკრაინის პრეზიდენტმა ვიქტორ იუშჩენკომ და პრემიერ-მინისტრმა იულია ტიმოშენკომ გულშემატკივარს უეფას გადაწყვეტილება მიულოცეს, რომლის მიხედვითად მასპინძელი ქალაქების სტატუსი დაზუსტდა.
"ევრო-2012 ეს ჩვენი საერთო ეროვნული პროექტია. ეს არის ჩვენი სიამაყე და ჩვენი ღირსების საკითხი", - განაცხადა ვიქტორ იუშჩენკომ.