ზემო სვანეთში სოფელ ლატანთან წიწვოვან ტყეში გაჩენილი ხანძარი 16 ჰა მიწის ფართობზეა მოდებული. ცეცხლის ჩაქრობას შესაბამისი ჯგუფები ვეტმფრენებით ცდილობენ.
ადგილზე გარემოს დაცვის სატყეო დეპარტამენტის სპეცჯგუფებია მობილიზებული. ხანძრის ჩაქრობაში დეპარტამენტის წარმომადგენლებს ადგილობრივი მაცხოვრებლებიც ეხმარებიან.
ადგილობრივ მოსახლეობას საფრთხე არ ემუქრება. ხანძრის გამომწვევი მიზეზები ჯერჯერობით უცნობია. ამბროლაურის რაიონის სოფელ ჩორჯოსთან ახლოს, ტყეში გაჩენილი ხანძარი კი ამ დროისთვის ლოკალიზებულია.
ტყეში ხანძარი გუშინ გაჩნდა. გამომწვევი მიზეზი, სავარაუდოდ, დაუდევრობა გახდა. გამოძიება რაჭა-ლეხუმის პოლიციამ დაიწყო.