საქართველოს პრეზიდენტის პრესსპიკერის, მანანა მანჯგალაძის განცხადებით, პრეზიდენტის ადმინისტრაცია ვანუატუს მიერ აფხაზეთის აღიარებასთან დაკავშირებით დამატებით ინფორმაციას არ ფლობს.
"გუშინ საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ნინო კალანდაძე ტრადიციულ ბრიფინგზე ამომწურავი პასუხები გასცა ამ საკითხთან დაკავშირებით. ჩვენ ვეყრდნობით ინფორმაციას, რომელიც გავრცელდა გაეროს მხრიდან", - განაცხადა მანანა მანჯგალაძემ პრეზიდენტის სასახელში გამართულ ტრადიციულ ბრიფინგზე.