საქართველოსა და გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროებს შორის პოლიტიკური კონსულტაციები გაიმართება.
როგორც საგარეო უწყების ხელმძღვანელის მოადგილე ნინო კალანდაძემ განაცხადა, ამ მიზნით გერმანიის დელეგაცია, რომელსაც საქართველოში ყოფილი ელჩი პატრიცია ფლორი უხელმძღვანელებს, თბილისში 7 ივნისს ჩამოვა.
"გერმანიასთან ძალიან დატვირთული სამუშაო გრაფიკი გვაქვს. საუბარი შეეხება არა მხოლოდ ორმხრივ ურთიერთობებს, არამედ ამ ფორმატს გამოვიყენებთ პოლიტიკური საკითხების განსახილველადაც", - განმარტა კალანდაძემ.
ქვეყნების საგარეო უწყებებს შორის კონსულტაციები 8 ივნისს, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიწყება.