26 მაისის მსგავსი ფაქტი აშშ-ში რომ მომხდარიყო, დამოუკიდებელი გამოძიება აუცილებლად ჩატარდებოდა. ამის შესახებ პარლამენტში გამართულ პრესკონფერენციაზე აშშ-ის კონგრესის "რესპუბლიკელმა" დეივიდ დრაიერმა 26 მაისს "სახალხო კრების" აქციის დაშლის შეფასებისას განაცხადა.
"26 მაისის აქციის შესახებ მივიღეთ ინფორმაცია. შეგვიძლია გითხრათ ჩვენი ხედვა - ეს რომ მომხდარიყო აშშ-ში, აუცილებლად ჩატარდებოდა დამოუკიდებელი გამოძიება, მათ შორის კონგრესში გაიმართებოდა მოსმენები და განხილვები", - აღნიშნა ამერიკელმა კონგრესმენმა.
მისი თქმით, აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით მათი დამოკიდებულება ქართველ კოლეგებსაც გაუზიარეს.
"ჩვენ ქართველ კოლეგებს საუბრისას ვუთხრით, რომ ეს იქნებოდა სასარგებლო ყველასთვის და ასევე გაზრდებოდა მთავრობისა და პარლამენტისადმი ნდობა", - აღნიშნა დრაიერმა.