საგადასახადო შეთანხმების გაფორმების დროს შესაძლოა მეწარმეს თავდების წარდგენა დასჭირდეს. აღნიშნულთან დაკავშირებით ცვლილება შედის "საგადასახადო კოდექსში", რომლის მიხედვითაც, საგადასახადო პერიოდებში დასადეკლარირებელი საგადასახადო ვალდებულების გადახდის გადავადება შესაძლებელი გახდება.
როგორც კანონპროექტშია ნათქვამი, პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, შესაძლებელია მეწარმეს საგადასახადო ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის საშუალება შეთანხმების გაფორმების დამატებით პირობად წარედგინოს, ხოლო გადასახადის გადამხდელის მიერ საგადასახადო შეთანხმებით გათვალისწინებული პირობების დარღვევისას შემოსავლების სამსახურს უფლება ეძლევა თავდებს მოსთხოვოს საგადასახადო შეთანხმებით განსაზღვრული ვალდებულების სრული მოცულობით დაფარვა და მის მიმართ შესაბამისის ღონისძიებები განახორციელოს.
მომავალ საგადასახადო პერიოდში დასადეკლარირებელი საგადასახადო ვალდებულებების გადახდის გადავადებით მოსარგებლე პირთა კატეგორია, გადავადების კრიტერიუმები და პირობები, მთავრობის დადგენილებით განისაზღვრება.