8-10 ივნისს პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძე სამუშაო ვიზიტით ლონდონში გაემგზავრება.
პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში პარლამენტის თავმჯდომარე დიდი ბრიტანეთის თემთა პალატის თავმჯდომარეს ჯონ ბერქოუს შეხვდება. ასევე დაგეგმილია საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის შეხვედრა თემთა პალატის საგარეო და თავდაცვის კომიტეტების თავმჯდომარეებთან.
გარდა ამისა, ბაქრაძე ბრიტანეთში ვიზიტის ფარგლებში საგარეო საქმეთა მინისტრ, უილიამ ჰაგს შეხვდება, ასევე მონაწილეობას მიიღებს პარლამენტში დაგეგმილ მრგვალი მაგიდის სხდომაში.