5-7 ივნისს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძე საპარლამენტო დელეგაციასთან ერთად რუმინეთს ოფიციალური ვიზიტით ეწვევა.
ვიზიტის ფარგლებში, დაგეგმილია შეხვედრები რუმინეთის სენატის თავმჯდომარე მირჩეა ჯოანასთან, რუმინეთის დეპუტატთა პალატის თავმჯდომარე რობერტა-ალმა ანასტასესთან.
ბაქრაძე რუმინეთის პრეზიდენტს, ტრაიან ბასესკუს, პრემიერ მინისტრს ემილ ბოკს და რუმინეთის პატრიარქს დანიელსაც შეხვდება.