ადამიანის უფლებათა დაცვისა და ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე ლაშა თორდია 26 მაისის აქციის შემდეგ დაკარგულების ოჯახის წევრებს მოუწოდებს, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართონ.
"დაკარგული პირების ოჯახის წევრმა უნდა მიმართონ შსს-ს რათა მოხდეს ძებნა ამ ადამიანების, ისე შეუძლებელია, ინდივიდუალურად ვინმემ მოძებნოს", - აღნიშნა თორდიამ.
მისი თქმით, ხშირად კეთდება უპასუხისმგებლო განცხადებები დაკარგული პირების შესახებ და მაგალითად ირაკლი ბათიაშვილთან დაკავშირებული ინციდენტი დაასახელა.
"ხალხი არ უნდა შევაშინოთ და საკითხს პასუხისმგებლობით უნდა მოვეკიდოთ. ამისთვის კი შესაბამის პროცედურების გავლაა საჭირო, კერძოდ შსს-ში დაკარგული პირის შესახებ განცხადების შეტანა უნდა მოხდეს", - აღნიშნა დეპუტატმა.
მისი თქმით, დღეს საქართველოში შსს ყველაზე კომპეტენტური ორგანოა, რომელსაც შეუძლია მიაკვლიოს ამ ადამიანებს.