დღეს, 2 ივნისს, ევროკავშირ-საქართველოს სამოქმედო გეგმის ფარგლებში მომზადებული 2010 წლის ანგარიშის პრეზენტაცია გაიმართება.
როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" ევროკავშირის წარმომადგენლობიდან აცნობეს, დოკუმენტი შუალედური ანგარიშია და ის 2010 წლის განმავლობაში საქართველოს მიერ ევროპის სამეზობლოს პოლიტიკის ფარგლებში შემუშავებული "სამოქმედო გეგმის" შესრულებას ასახავს. ანგარიშს წარმოადგენს ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი ელჩი ფილიპ დიმიტროვი.
ეს საქართველოს მიერ ევროპის სამეზობლოს პოლიტიკის ფარგლებში შემუშავებული "სამოქმედო გეგმის" შესრულების მეოთხე ანგარიშია.
ევროპის სამეზობლოს 12 ქვეყნის, მათ შორის საქართველოს, შესახებ შუალედური ანგარიშები 26 მაისს ბრიუსელში გამოქვეყნდა.