დღეს, 2 ივნისს, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძე საგარეჯოს ესტუმრება.
პარლამენტის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ინფორმაციით, ბაქრაძე საგარეჯოში საავადმყოფოს სამშენებლო სამუშაოს მიმდინარეობას გაეცნობა.
გარდა ამისა, დაგეგმილია შეხვედრა მოსახლეობასთან.