12-13 დეკემბერს ქალაქი გიოპინგენი კადეტთა შორის მოფარიკავეთა (დისციპლინა ხმალი) ევროპის თასს მასპინძლობს.
ევროპის თასზე 200 მოფარიკავე მოსიჯავს ძალებს. საქართველო გერმანიაში სამი სპორტსმენით გამოვა: სანდრო ბაზაძე, მიხეილ მარდალეიშვილი და თეოდორა კახიანი. ნაკრების მთავარი მწვრთნელი მერაბ ბაზაძე.
გერმანიაში ნაკრების კიდევ ერთი წევრი შოთა შავგულიძეც უნდა წასულიყო, მაგრამ სავიზო პრობლემების გამო ვერ გაემგზავრა.
ევროპის თასი ქართველი მოფარიკავეებისთვის წლეულს ბოლო საერთაშორისო ტურნირი იქნება.
სეზონის დასკვნით ტურნირს, საქართველოს თასის გათამაშებას კი 22-24 დეკემბერს თბილისი უმასპინძლებს.