გამომცემლობა "დიოგენემ" ვახუშტი კოტეტიშვილის პრემიის კუნკურსში გამარჯვებული გამოავლინა.
პირველი ადგილი აიღო თათია მთვარელიძემ, რომელსაც საპრიზო თანხა 1500 ლარი გადაეცა.Mმეორე ადგილზე გავიდა რევაზ გეთიაშვილი, რომელსაც 1000-ლარიანი პრემია გადაეცა, ხოლო მესამე ადგილს მფლობელ ბაჩანა ჩაბრაძეს 500-ლარიანი პრემია გადასცეს.
ირანის ისლამური რესპუბლიკის საელჩოს კულტურის განყოფილებამ დააწესა სპეციალური პრიზი (800 ლარი) სპარსულიდან ქართულ ენაზე საუკეთესო თარგმანისთვს, რომელიც ნინო თუშიშვილს გადაეცა.
როგორც გამომცმელობა "დიოგენეს" ხელმძღვანელმა თამარ ლებანიძემ აღნიშნა, უცხოური თარგმანების კონკურსი რომელიც ვახუშტი კოტეტიშვილის სახელობისაა, ტრადიციულ სახეს მიიღებს. მისი თქმით, მომავალ წელს კონკურსს დაემატება მასტერკლასებიც.
"მიგვაჩნია, რომ კონკურსი უნდა გავაფართოვოთ და დავამატოთ მასტერკალსები, რათა ახალგაზრდა მთარგმნელებს უკვე გამოცდილებმა თავიანთი გამოცდილება გაუზიარონ", - აცხადებს ლებანიძე.
მისი თქმით, კონკურსის ყოველწლიური დაჯილდოების ცერემონიალი 23 აპრილს იმართება, ხოლო გამონაკლის შემთხვევაში, თუ კონკურსის დღე აღდგომის კვირეულს დაემთხვევა, ერთი კვირით ადრე ანუ 14 აპრილს ჩატარდება.
შეგახსენებთ, რომ გამომცემლობა "დიოგენემ" პოეზიის ახალგაზრდა მთარგმნელებისთვის კონკურსი 9 თებერვალს გამოაცხადა და გამარჯვებულისთვის დააწესა ვახუშტი კოტეტიშვილის პრემია თარგმანისთვის ნებისმიერი ენიდან ქართულ ენაზე. წელს კონკურსში მონაწილეობა 20-იდან 35 წალმდე ასაკის სულ 23-მა მთარგმნელმა მიიღო. კონკურსის ჟიური სულ 7-კაციანი იყო. მასში შედოდნენ გიორგი ეკიზაშვილი, გიორგი ლობჟანიძე, ზვიად რატიანი, ხათუნა ცხადაძე, ანა ჭაბაშვილი, ნიკა ჯორჯანელი. დაჯილდოების ცერემონიალს ირანის საგანგებო და სურლუფლებიანი ელჩი დაესწრო. კონკურსის საინფორმაციო მხარდამჭერები იყვნენ საინფორმაციო სააგენტო "ჯი-ეიჩ-ენი", ტელეკომპანია "რუსთავი 2", პირველი არხი, რადიო თავისუფლება, ჟურნალი "ცხელი შოკოლადი", გაზეთები "24 საათი" და ახალი "7 დღე".