შიდსის ვირუსით დაავადებულთა 59.7% ნარკოტიკების ინექციური მომხმარებელია. ამის შესახებ "ჯი-ეიჩ-ენს" შიდსის და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრის ექიმმა მაია ცინცაძემ განუცხადა.
მისი განცხადებით, რეგისტრირებულ შემთხვევათა განაწილება გადაცემის გზების მიხედვით, ნარკოტიკების ინექციური მომხმარებელითა შემდეგ შიდსით ინფიცირებულთა 33.8 % დაინფიცირდა ჰეტეროსექსუალური კონტაქტის შედეგად. დაავადებულთა 2.6% ჰომო/ბისექსუალური კონტაქტითაა დაინფიცირებული.
შიდსის ცენტრის ინფორმაციით, ასევე დაფიქსირებულია ვერტიკალური გადაცემის გზით დაინფიცირებული პაციენტები, რომელთა რიცხვიც საერთო მაჩვენებლის 2.1%-ს შეადგენს. სისხლის რეციპიენტიით დაავადებულთა რაოდენობა 0.6%-ს შეადგენს, ხოლო 1.2%-ის დაინფიცირების გზა დაუდგენელია.