კომპანია "ბლოკ-ჯორჯიას" ვალდებულებების შესასრულებლად ვადა წლის ბოლომდე ეძლევა. ამის შესასებ ანტიკრიზისული საბჭოს დასრულების შემდეგ შრომის, ჯანმრთლობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ალექსანდრე კვიტაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, თუ კომპანია "ბლოკ ჯორჯია" იანვრამდე გარკვეულ ვალდებულებებს არ შეასრულებს, მთავრობა ახალ სამოქმედო გეგმას შეიმუშავებს, თუმცა მინისტრს არ დაუკონკრეტებია, რა იგულისხმება აღნიშნულ გეგმაში.
მისი თქმით, ჰოსპიტალური განვითარების პროგრამა არ იყო იმისთვის შექმნილი, რომ ვიღაც დასჯილიყო ან რაღაც დანგრეულიყო.
"თუ პროგრამა არ გამოვიდა, ახალ გეგმას წარმოვადგენთ, რომელსაც პრემიერთან გავივლით და პარლამენტსაც წარვუდგენთ", - დასძინა კვიტაშვილმა.
კომპანია "ბლოკ ჯორჯია" საპარლამენტო უმცირესობამ არაერთხელ გააკრიტიკა, რის შემდეგაც ანტიკრიიზისულმა საბჭომ საკითხის ჯანდაცვის და ეკონომიკის მინისტრებთან განხილვის გადაწყვეტილება მიიღო.
ანტიკრიზისული საბჭოს სხდომა, ტრადიციულად, დახურულ რეჟიმში გაიმართა.