შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, კარლ ბილდტის შეფასებით, საქართველო წარმატებული რეფორმების კუთხით მისაბაძი მაგალითია.
„საქართველო კარგი და მისაბაძი მაგალითია წარმატებული რეფორმების გატარების კუთხით. ამიტომაც ჩვენ მივესალმებით მის წინასვლას ევროკავშირისკენ. შვედეთი მხარს უჭერს ქვეყანაში დემოკრატიულ რეფორმებს, რაც ევროინტეგრაციის საფუძველია", - განაცხადა კარლ ბილდტმა ქართველ კოლეგა, გრიგოლ ვაშაძესთან შეხვედრის შემდეგ.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი სამუშაო ვიზიტით შვედეთში გუშინ გაემგზავრა.