რაჭაში, გუშინ გაჩენილი ხანძრის შედეგად 4-5 ჰექტარი ტერიტორიაა დამწვარი.
ოფიციალური ინფორმაციით, ხანძარს სამრეწველო დანიშნულების ხე-ტყე არ გაუნადგურებია და ის ძირითადად, ბუჩქნარებს მოედო.
ამ დროისთვის რაჭაში ხანძარი თითქმის ლოკალიზებულია. ადგილზე ცეცხლის მხოლოდ რამდენიმე და ისიც პატარა კერა რჩება.
ვითარების შესასწავლად ამბროლაურის რაიონში შესაბამისი უწყების წარმომადგენლები იმყოფებიან.
ხანძრის გამომწვევი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია, თუმცა წინასწარი ინფრმაციით, ის დაუდევრობამ გამოიწვია.
ხანძარი ამბროლაურის რაიონის ერთ-ერთ სოფელში, ბუჩქნარს წუხელ გაუჩნდა.