ხელისუფლების შეცვლას ბათუმიდან დავიწყებთ და თბილისში პრეზიდენტის რეზიდენციასთან დავასრულებთ, - განაცხადა ბათუმის თეატრის წინ გამართულ საპროტესტო აქციაზე "ქართული პარტიის" თავმჯდომარემ სოზარ სუბარმა.
"ჩვენი პოლიტიკური ლაშქარი დაიძრა მამა ლაზარეს წინამძღოლობით, მუდამ ასე იყო გადამწყვეტი ბრძოლის დროს. დროა, ორად გაყოფილი საქართველო გაერთიანდეს. საქართველო სააკაშვილმა გაჰყო. როდესაც ხალხის ნაწილი ჩარეცხილებად მონათლა. ჩვენ ბათუმიდან ვიწყებთ და პრეზიდენტის რეზიდენციასთან დავამთავრებთ. ბოლომდე ვიბრძოლებთ, რომ დავამთავროთ ეს რეჟიმი", - განაცხადა სუბარმა.
"ქართულმა პარტიამ" ბათუმში დღეს საპროტესტო აქცია გამართა. პარტიის ინფორმაციით, მომდევნო აქცია 16 მაისს, თბილისში, აშშ-ის საელჩოსთან გაიმართება.