კოოპერატიულ ბინათმშენებლობასთან დაკავშირებით საკრებულოს ფრაქცია "ქრისტიან-დემოკრატების" წევრების უკმაყოფილებას მერიის პრეს-სპიკერი ბაჩო დოლიძე გამოეხმაურა.
მისი თქმით, აღნიშნული პრობლემის შესახებ მოსახლეობა უკვე ათეულობით წელია, რაც გათვითცნობიერებულია.
"სწორედ ჩვენ გადავწყვიტეთ, ერთხელ და საბოლოოდ წერტილი დავუსვათ ამ საკითხს და მაქსიმალურად დავიცვათ იმ მოსახლეობის ინტერესები, რომელსაც აღნიშნული საკითხი აწუხებს. პირველ ეტაპზე მოვახდინეთ 400 ოჯახის მიწის ნაკვეთებით დაკმაყოფილება. შემდგომში ნათლად გამოჩნდა საჭიროება, რომ აღნიშნული პროცესი უფრო ორგანიზებული ყოფილიყო",_აცხადებს მერიის პრეს-სპიკერი.
მისი თქმით, მერიამ გადაწყვიტა, რომ მიწების აღიცხვა არა ინდივიდუალურად, არამედ კოოპერატივების მიხედვით უნდა მოხდეს, რაც იმას ნიშნავს, რომ ამით პრობლემა მოგვარდება.
"აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით საჭიროა ჩავრთოთ, როგორც ინვესტორები, ასევე, მერიის სხვა პროგრამები. კერძოდ, ძველი თბილისის ახალი სიცოცხლე, რომელიც შესაძლებელია გამოვიყენოთ დეველოპერებისა და კოოპერატივის წარმომადგენლებთან ერთად ამ პრობლემის საბოლოოდ მოგვარებისთვის",_აცხადებს ბაჩო დოლიძე.
მისი თქმით, თუ "ქრისტიან-დემოკრატების" მონაწილეობით შექმნილი კომისია ჩაერთვება ინვესტორების მოძიებაში ან დაეხმარება კონკრეტულ მოსახლეობას მერიის პროგრამების განხორციელებაში, მაშინ დადასტურდება, რომ აღნიშნული კომისია საქმისათვის შეიკრიბა და არა_ლაპარაკისათვის.
შეგახსენებთ, "ქრისტიან-დემოკრატები" კოოპერატიული ბინათმშენებლობის პრობლემის მოგვარებას მოითხოვენ.