აშშ-მ და ისრაელმა ირანის ხარგის კუნძულზე იერიში მიიტანეს, რომელიც ირანის ნავთობის 90%-ს ამარაგებს.
Sky News-ის ცნობით, კუნძულზე რამდენიმე აფეთქების ხმა გაისმა. სამიზნე საწარმოების შენობები არ დაკონკრეტებულა.
ცნობისთვის, აშშ-მა ხარგის კუნძულს გასულ თვეშიც დაარტყა.
ასევე, ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, აშშ-მა და ისრაელმა ქალაქ კაშანში სარკინიგზო ხიდს დაარტყეს, რის შედეგადაც, ორი ადამიანი დაიღუპა.
ამასთან, ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსი გაფრთხილებას ავრცელებს, რომ თუ ვაშინგტონი თეირანის „წითელ ხაზებს“ გადაკვეთს, შეერთებულ შტატები და მისი მოკავშირეები რეგიონიდან ნავთობისა და გაზის მიღებას წლების განმვალობაში ვერ შეძლებენ.
„რევოლუციის გუშაგთა კორპუსი კიდევ ერთხელ აცხადებს, რომ თუ ამერიკის ტერორისტული არმია წითელ ხაზებს გადაკვეთს, ჩვენი პასუხი რეგიონის ფარგლებს გასცდება“, - ნათქვამია განცხადებაში.