მესტიის რაიონიდან 6 კილომეტრში, სოფლების ლენჯერისა და ლატანის შორის, მთებში ცეცხლი მძვინვარებს.
ოფიციალური ინფორმაციით, ხანძრის ლოკალიზებისთვის შესაძლოა, ვერტმფრენების გამოყენება გახდეს საჭირო. მოსახლეობას საფრთხე ამ ეტაპზე არ ემუქრება.
ადგილზე სატყეო დეპარტამენტის ხელმძღვანელია ჩასული.
შეგახსენებთ, რომ ცეცხლის პირველი კერა წუხელ, აბროლაურის რაიონის ერთ-ერთ სოფელში გაჩნდა. ოფიციალური ინფორმაციით, ხანძრის შედეგად 4-5 ჰექტარი ტერიტორიაა დამწვარი, თუმცა სამრეწველო დანიშნულების ხე-ტყე არ განადგურებულია და ცეცხლმა ძირითადად ბუჩქნარები გადაწვა.
ამ დროისთვის რაჭაში ხანძარი თითქმის ლოკალიზებულია. ადგილზე ცეცხლის მხოლოდ რამდენიმე და ისიც პატარა კერა რჩება.
ხანძრის გამომწვევი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია, თუმცა წინასწარი ინფრმაციით, ის დაუდევრობამ გამოიწვია.