უეფას პრეზიდენტი მიშელ პლატინი მომავალ წელს საქართველოს ეწვევა. შესაბამისი შეთანხმება საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრზეიდენტის, ზვიად სიჭინავასა და გენერალური მდივნის, რევაზ არველაძეს მიშელ პლატინისთან შვეიცარიაში გამართული შეხვედრისას იქნა მიღწეული.
მიშელ პლატინი თბილისში 20 თებერვლიდან 20 აპრილამდე ჩამოვა, ზუსტი თარიღი კი მომავალი წლის იანვარში დაზუსტდება.
"პლატინისთან შეხვედრაზე დავაყენეთ საკითხი, რომ მას კიდევ ერთხელ გამოეხატა მხარდაჭერა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის მიმართ. მან თანადგომა აღგვითქვა და დაგვპირდა, რომ გაისად საქართველოს ეწვევა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია", - განაცხადა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეიდენტმა.
რევაზ არველაძემ პლატინის ვიზიტს და მის მიერ გამოხატულ მხარდაჭერას მნიშვნელოვანი უწოდა.
"ყველაზე მნიშვნელოვანი ამბავი ამ ვიზიტის ის არის, რომ მომავალ წელს თბილისში მიშელ პლატინი ჩამოვა და კიდევ ერთხელ დაგვიდასტურებს მხარდაჭერას", - განაცხადა არველაძემ.
მისი თქმით, შვეიცარიაში ვიზიტისას გაიმართა შეხვედრები სატელევიზიო ტრანსილაციების საკითხზე, კომპანია "ინფრონტთან", რომლისაც ფეხბურთის ფედერაციას 750 ათასი დოლარი მართებს.
როგორც ქართული ფეხბურთის მესვეურებმა აღნიშნეს, შეხვედრებისას ყურადღება გამახვილდა სხვადასხვა პროექტის განხორციელებასა და მხარდაჭერაზე.