"ქრისტიან-დემოკრატები~ თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრას აპროტესტებენ. ამის შესახებ განცხადება `ქრისტიან-დემოკრატების~ წარმომადგენელმა ლევან ვეფძვაძემ დღეს პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე გააკეთა.
როგორც ლევან ვეფხვაძე აღნიშნავს, თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში საშემოსავლო გადასახადისგან თავისუფლდებიან უცხო ქვეყნის მოქალაქეები, საქართველოს მოქალაქეები კი ამ გადასახდით იბეგრებიან, რაც, მისი თქმით, არის დისკრიმინაციული მიდგომა.
"სააკაშვილი მუდმივად იმას ამბობს, რომ იქმნება ახალი სამუშაო ადგილები თავისუფალ ინდუსტრიულ ზონებში, მაგრამ იქმნება თუ არა ეს ადგილები საქართველოს მოქალაქეებისთვის? სწორედ ამიტომ ჩვენვეკითხებით საქართველოს პრეზიდენტს, საქართველოს მთავრობას, რამდენად მიზანმიმართულად არის ჩადებული საქართველოს კანონმდებლობაში ის, რომ ადგილობრივი მუშა, საქართველოს მოქალაქე იხდის საშემოსავლო გადასახადს, ხოლო უცხო ქვეყნის მოქალაქეები მოცემულ გადასახადს არ იხდიან~, - კითხულობს ვეფხვაძე.
მისი თქმით, ამ პრინციპით თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში მოქმედ საწარმოს 20%-ით იაფი დაუჯდება უცხო მუშა-ხელის ჩამოყვანა და რაც იმას იმას ნიშნავს, რომ მეწარმე დაინტერესებული იქნება უცხო ქვეყნის მოქალაქის ჩამოყვანით და დასაქმებით და ადგილობრივი მუშახელი აღმოჩნდება უპერსპექტივო დასაქმების მხრივ.
"ეს არის დასაქმებაზე ორიენტირებული პოლიტიკა, უფრო სწორედ საქართველოს მოქალაქეების დასაქმებაზე ორიენტირებული პოლიტიკა? ახალი სამუშაო ადგილები ყველასთვის, გარდა საქართველოს მოქალაქეებისა?~, _ კითხულობს ვეფხვაძე და დასძენს, რომ მისი პოლიტიკური ძალა იმედს გამოთქვამს, რომ ხელისუფლება ამ კითხვებს პასუხს გასცემს.