ქართული მხარე მზადაა ე.წ. ღორის გრიპის სამკურნალო პრეპარატები ოკუპირებულ რეგიონებში გაგზავნოს.
ამის შესახებ ტელეკომპანია "იმედთან" საუბრისას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე შოთა ცანავამ განაცხადა.
"ჩვენ შეგვიძლია ანტივირუსისული პრეპარატები, რომელიც ქვეყანას გააჩნია ოკუპირებულ ტერიტორიებზე გავგზავნოთ. ამის განხორციელება შესაძლებელია. საჭიროების შემთხვევაში ჯანდაცვის სამინისტრო ამისთვის ყველაფერს გააკეთებს", - განაცხადა ცანავამ.
შეგახსენებთ, რომ სოხუმი ე.წ. ღორის გრიპის თავიდან ასაცილებლად საყოველთაო ვაქცინაციას და პრეპარატებით დახმარებას ითხოვს.
აფხაზეთში სპეციალური ლაბორატორია, რომელიც H1N1 ვირუსზე ანალიზების ტესტირებას მოახდენს არ არსებობს, რის გამოც სეპარატისტულ რეგიონში დაინფიცირების ოფიციალური შემთხვევა ჯერ არ გამოვლენილა.