უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკინ განაცხადა, რომ 30 ივლისის ღამეს რუსეთმა შესაძლოა უკრაინაზე მორიგი მასშტაბური საჰაერო თავდასხმა განახორციელოს.
ზელენსკის თქმით, მან მოისმინა უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალების მეთაურის, ანატოლი კრივონოჟკოს მოხსენება. მისი განცხადებით, რუსულმა მხარემ რამდენიმე დღის წინ მოამზადა მასშტაბური დარტყმა და სწორედ ამ ღამით არის მაღალი ალბათობა, რომ თავდასხმა განხორციელდეს.
„მნიშვნელოვანია, რომ ჩვენმა პარტნიორებმა სრულად გაიგონ, რა ხდება და რომ ადამიანების სიცოცხლის დაცვა პირდაპირ არის დამოკიდებული მათ მზადყოფნაზე ან მოუმზადებლობაზე, დაგვეხმარონ საჰაერო თავდაცვისთვის საჭირო რაკეტებით. პირველ რიგში, ეს ეხება შეერთებულ შტატებს და იმ პარტნიორებს, რომლებსაც აქვთ Patriot-ის სისტემებისთვის რაკეტები და შეუძლიათ ჩვენი თავდაცვის მხარდაჭერა.
თითოეულმა პარტნიორმა იცის, რა არის საჭირო და ზუსტად ესმის დაგვიანების შედეგები. გთხოვთ, უკრაინის ყველა რეგიონში დღეს ყურადღება მიაქციოთ საჰაერო განგაშის სიგნალებს და გაუფრთხილდეთ საკუთარ თავს“, - განაცხადა ზელენსკიმ.