ჩეხეთში ტერორიზმში ეჭვმიტანილი რამდენიმე კაცი დააკავეს. "ბი-ბი-სი"-ს მირე გავრცელებული ინფორმაციით, ჩეხეთში რუსეთის საელჩოში დაადასტურეს, რომ დაკავებული რვა კაციდან სამი რუსეთის მოქალაქეა, კერძოდ, ჩეჩნეთისა და დაღესტნის მცხოვრებლები.
გავრცელებული ინფორმაციით, დაკავებულები ტერორიზმის მხარდაჭერაში არიან ეჭვმიტანილნი, მათ შორის ჩრდილოკავკასიის ტერიტორიაზე.
"რუსეთის სამი მოქალაქე ეჭვმიტანილია რუსული დოკუმენტების გაყალბებაში და ჩრდილოკავკასიაში იარაღისა და ასაფეთქებელი ნივთიერებების გადაგზავნის მცდელობაში", _ განაცხადა ჩეხეთში რუსეთის საელჩოს მდივანმა ვლადიმერ ფიოდოროვმა.
აღსანიშნავია, რომ ჩეხეთის პოლიციის ინფორმაციით, კიდევ ორი დაკავებული ბულგარეთის მოქალაქეეა.