"ქართული პარტია" მაისში, საპროტესტო აქციებს დაიწყებს, - ამის შესახებ "ჯი-ეიჩ-ენს" პარტიის ლიდერმა სოზარ სუბარმა განუცხადა.
"ზურაბ ვაზაგაშვილისა და ალექსანდრე ხუბულოვის მკვლელები დაუსჯელები არიან. მკვლელების დასჯისთვის აუცილებელი გზა ხელისუფლების შეცვლაა. ხელისუფლების შეცვლის ერთადერთი გზა კი რევოლუციაა. ჩვენ პარტიის ყრილობაზე განვაცხადეთ, რომ აპრილის ბოლომდე დავამთავრებდით პარტიის მშენებლობას. ეს მშენებლობა დასრულებულია და უახლოეს დღეებში დავიწყებთ საპროტესტო აქციებს. აქციები მთელ საქართველოში ჩატარდება", - განაცხადა სოზარ სუბარმა, კორტებთან გამართულ საპროტესტო აქციაზე "ჯი-ეიჩ-ენთან" საუბრისას.
შეგახსენებთ, რომ დღეს, ზურაბ ვაზაგაშვილის მკვლელობიდან 5 წელი გავიდა. ზურაბ ვაზაგაშვილი 2006 წლის 2 მაისს, კორტებთან ჩატარებული სპეცოპერაციის დროს მოკლეს. ამ დროისთვის სპეცოპერაციაში მონაწილე პოლიციელთა წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე შეწყვეტილია.