პუტინთან მოსიარულე პარტიებს ქართული საზოგადოების მხარდაჭერა არ ექნება. ამის შესახებ "სახალხო კრების" მიერ 21 მაისს დაგეგმილი აქციების შეფასებისას საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ლაშა თორდიამ განაცხადა.
"ერთი რამ შეიძლება ითქვას, რომ არც 21 მაისს და არც 22 მაისს პუტინთან მოსიარულე პარტიებს ქართული საზოგადოების მხარდაჭერა არ ექნებათ", - აღნიშნა თორდიამ.
რაც შეეხება უმრავლესობის სხვა წევრებს, მათ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით კომენტარის გაკეთება არ ისურვეს.