ნატოს იერიშის დროს ლიბიის ლიდერი მუმარ კადაფი რომ მომკვდარიყო ან დაჭრილიყო, ეს "შესანიშნავი" იქნებოდა. ამის შესახებ CBS-ის ტელეარხ პროგრამა "ერის სახის" ჩარჩოს ფარგლებში სენატორმა ჯონ მაკკეინმა განაცხადა.
ამასთან, მაკკეინმა აღნიშნა, რომ ლიბიელ ამბოხებულებს აშშ უნდა დაეხმაროს და კადაფის რეჟიმი და ყველა ის ადამიანები ჩამოაგდოს, რომლებიც მასთან არიან დაკავშირებულნი.
მაკკეინის აზრით, ამერიკამ ამ საკითხთან მიმართებით ბევრად უფრო აქტიური პოზიცია უნდა დაიკავოს, რადგან სამომავლო დესტაბილიზაცია და ქაოსი ამ ქვეყანაში "ალ-ქაიდას" ტერორისტებს კარს გაუღებს.
შეგახსენებთ, ლიბიის ლიდერის რეზიდენციაზე ნატოს ავიადარტყმების შედეგად მუამარ კადაფის 29 წლის ვაჟი სეიფ ალ-არაბი და სამი შვილიშვილი მოკლეს. სახლში თვით მუმარ კადაფი იმყოფებოდა. თუმცა ის არ დაშავებულა.