ბინ ლადენის ლიკვიდაცია მთელს მსოფლიოს უდიდეს შვებას მოჰგვრის. ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა დევიდ კემერონმა განაცხადა.
"ეს არის დიდი წარმატება, რომ ის ნაპოვნი იქნა და რომ ის ამიერიდან ვერ შესძლებს მთელს მსოფლიოში თავისი ტერორისტული საქმიანობის გაგრძელებას", - განაცხადა ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა.
მისი თქმით, "მოვიდა დრო კიდევ ერთხელ გავიხსენოთ ბინ ლადენის მსხვერპლნი და მადლობა გადავუხადოთ ყველას, ვინც ჩვენ ტერორიზმისგან გვიცავს".
შეგახსენებთ, რომ მსოფლიოს ნომერ პირველი ტერორისტი უსამა ბინ ლადენი მოკლულია. ამის შესახებ ერისადმი მიმართვასი აშშ-ის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ განაცხადა.
მისი თქმით, ინფორმაცია ბინ ლადენის ადგილსამყოფელის თაობაზე შესაბამის სამსახურებს 2010 წლის აგვისტოდან ქონდათ. მიმდინარე წლის მარტში ინფორმაცია დადასტურდა, ხოლო აპრილის ბოლოს გაიცა ბრძანება, მისი დაკავების შესახებ.
ოპერაცია ნომერ პირველი ტერორისტის წინაღმდეგ ამერიკის საზღვაო ძალების ქვედანაყოფმა ჩაატარა, რომლის დროსაც ბინ ლადენი ისლამაბადის გარეუბანში, ერთ-ერთ ვილაში იქნა მოკლული.
"ოსამა ბინ ლადენი გაიქცა პაკისტანში, თუმცა ალ-ქაიდა მაინც რჩებოდა ავღანეთში. ჩვენი მთავარი მიზანი ასეთი შედეგით დასრულდა. 10 წლის წინ დაუღალავი ბრძოლის შედეგად ჩვენი სამხედროების ქმედებამ ასეთი შედეგი გამოიღო",_აღნიშნა ობამამ.